1741938442
უცხოეთი
ჯეი დი ვენსი: შოკირებული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოისურვებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის შოკირებული იქნება, თუ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას მოისურვებს.
„პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, მაგრამ შოკირებული ვიქნები, თუ ის მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში“, - აღნიშნა ვენსმა.