Loading data...
ჯეი დი ვენსი ორბანის მიმართ ზელენსკის მუქარაზე: არ ვიცოდი, რომ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში რიგითი ჯარისკაცების გაგზავნას აპირებდა, ეს სრულიად სკანდალურია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მისამართით ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადებების გამო დაგმო და მას სკანდალური უწოდა.

„გუშინდელ დღემდე არც ვიცოდი, რომ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში რიგითი ჯარისკაცების გაგზავნას აპირებდა. ამის შესახებ ვიქტორმა მითხრა და მე ეს ინფორმაცია გადავამოწმე. თითქმის არ მჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ ეს სიმართლეა. ეს სრულიად სკანდალურია. არასდროს უნდა მოხდეს ისე, რომ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელი, ან მთავრობის თავმჯდომარე მოკავშირე ქვეყანას ემუქრებოდეს. ეს აბსურდია, მიუღებელია“, - განაცხადა ვენსმა.

ცნობისთვის, მარტში ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.