Loading data...
ჯეი დი ვენსი მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტზე: ეს იყო თავდასხმა კანონსა და წესრიგზე, ეს იყო თავდასხმა ამერიკელ ხალხზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადმინისტრაციის განცხადება იმის შესახებ, რომ საიმიგრაციო სამსახურის აგენტი, რომელმაც ოთხშაბათს მინეაპოლისში რენე გუდი მოკლა, თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.

„ეს იყო თავდასხმა კანონსა და წესრიგზე. ეს იყო თავდასხმა ამერიკელ ხალხზე. ის ფორმა, რომლითაც მედიამ, დიდწილად, ეს ამბავი გააშუქა, არის აბსოლუტური სირცხვილი და ეს ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს სამართალდამცველებს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.