ჯეი დი ვენსი: დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს
აშშ არ აპირებს, ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ოპერაციის მიზანია ირანის „აზროვნების“ შეცვლა ისე, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ არასდროს შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას.
„ის, რაც პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული არის ის, რომ მას არ სურს ქვეყანა ირანის ბირთვული იარაღისგან მხოლოდ მისი მეორე ვადის სამი-ოთხი წელი დაიცვას, მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი და და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას“, - აღნიშნა ვენსმა.
ვენსმა, ასევე, აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, როგორც რეჟიმი აცხადებს, არამედ ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
„დონალდ ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა“, - დასძინა ვენსმა.