ჯარედ კუშნერი: რუსეთი თანახმაა, უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმება ნატოს მე-5 მუხლის პრინციპს დაეფუძნოს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოახერხა მოსკოვის დარწმუნება, განიხილოს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ნებისმიერი შეთანხმება დაეფუძნოს ნატოს მე-5 მუხლის მსგავს მექანიზმს, - ამის შესახებ მან ბერლინში „ნებაყოფლობით მომხრეთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კუშნერმა აღნიშნა, რომ რუსეთში ამ იდეის მიმართ გარკვეული უნდობლობა კვლავ არსებობს.
„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგის განახლების მნიშვნელობას.
„ვაშინგტონის მხრიდან, ნატოს მე-5 მუხლის შესაბამისად უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ნამდვილად სერიოზული ნაბიჯია. და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა. თუმცა, ცხადია, ეს უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის ინტერესებს და იყოს უფრო ფართო უსაფრთხოების პაკეტის ნაწილი“, - განაცხადა მან.