ჯარედ კუშნერი: პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად „სათანადო პირობების“ შემთხვევაში მზადაა
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის „სათანადო პირობების“ არსებობის შემთხვევაში მზადაა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერი.
აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, კუშნერმა განაცხადა, რომ მოსკოვის მთავარ პირობად კვლავ რჩება უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ქვეყნის „ნეიტრალური სტატუსის“ გამოცხადება და ფრონტის ხაზზე არსებული რეალიების აღიარება.
მისი შეფასებით, რუსეთი არ უარყოფს მოლაპარაკებების შესაძლებლობას, თუმცა პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სტამბოლის შეხვედრებზე განხილულ პირობებსა და არსებულ ტერიტორიულ მოცემულობას.
„რუსეთთან მშვიდობა გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, პარალელურად, მოსკოვი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად გულწრფელად არიან მზად უკრაინა და ევროპული ქვეყნები შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნა ჯარედ კუშნერმა.