ჯარედ კუშნერი: ისრაელმა თავი უნდა დააღწიოს „ომის მუდმივ რეჟიმში ყოფნის განწყობას“ და ყურადღება ეკონომიკურ დიპლომატიაზე გადაიტანოს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ისრაელმა თავი უნდა დააღწიოს „ომის მუდმივ რეჟიმში ყოფნის განწყობას“ და ყურადღება ეკონომიკურ დიპლომატიაზე გადაიტანოს, რადგან „მშვიდობის საბჭო“ მუშაობს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დარწმუნებაზე, შეწყვიტოს ვაშინგტონის მიერ „ჰამასის“ განიარაღების გეგმის დაბლოკვა.
ეს განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან აქტიურად მუშაობს ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო შეტევის დასაწყებად.
ამ მიზნით, თვის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თეთრ სახლში „მოსადის“ ხელმძღვანელი რომან გოფმანი გაგზავნა.
გოფმანმა ხაზი გაუსვა ისრაელის ეკონომიკასა და ტექნოლოგიებს და აღნიშნა, რომ ისრაელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ამ უპირატესობების კომერციალიზაციას, რათა რეგიონში უკეთ ინტეგრირდეს.
მან ისრაელის მიდგომა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრაქტიკას შეადარა, რომლებიც ვაშინგტონში ბიზნესდელეგაციებით ჩადიან და მსხვილ ეკონომიკურ შეთანხმებებს აფორმებენ.
კუშნერის შეფასებით, ისრაელს ძლიერი ეკონომიკა და მოწინავე ტექნოლოგიები აქვს, რაც რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უნდა გამოიყენოს.
კუშნერმა აღნიშნა, რომ ღაზის პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, ისრაელსა და ეგვიპტეს შეუძლიათ სინაის ნახევარკუნძულზე მონაცემთა ცენტრებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ერთობლივად მშენებლობა, რაც რეგიონში ეკონომიკურ სარგებელსა და სტაბილურობას მოიტანს.
Jared Kushner on Israel: I think Israel really should focus on is they need to get out of the constant wartime mindset, and I think they need to focus on economic diplomacy. We need to start figuring out what's the benefit of being partners with Israel. https://t.co/jn7Hhz1kUA
— Clash Report (@clashreport) November 25, 2026