Loading data...
ივნისში ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატები გაიმართება

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატების რანგში პირველ დებატებს 27 ივნისს, CNN-ის ეთერში გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ს ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-ის შეთავაზება ოთხშაბათს მიიღო. 

„როგორც თავად თქვით - ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს“ - მიმართა ბაიდენმა სოციალური ქსელის საშუალებით რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ეს, ბაიდენსა და ტრამპს შორის მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონის ფარგლებში პირველი დებატები იქნება.