ივეტ კუპერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ბაზებზე თავდასხმების წინააღმდეგ გააფრთხილა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა სატელეფონო საუბრისას თავისი ირანელი კოლეგა აბას არაღჩის განუცხადა, რომ ბრიტანულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმები მიუღებელია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, წერს BBC.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საუბრის დეტალები გამოაქვეყნა, მათ შორის არაღჩის გაფრთხილება, რომ აშშ-ისთვის ბრიტანული ბაზების გამოყენებაზე ნებართვის მიცემა „აგრესიაში მონაწილეობად“ ჩაითვლება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას კუპერმა დაგმო „ირანის დაუფიქრებელი თავდასხმები“, მათ შორის „კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები.
მან ასევე მოუწოდა არაღჩის, ჰორმუზის სრუტეში „ნაოსნობის თავისუფლება დაუყოვნებლივ აღდგეს“ და „მკაფიოდ განაცხადა“, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი ოპერაციები წარმოადგენდა „პასუხს ირანის აგრესიაზე“ სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ.