Loading data...
იუსოვი: რუსეთის შეტევა ფრონტზე რეალურ მოლაპარაკებებამდე გაგრძელდება

ომის დასრულების შესახებ რეალური მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსები ფრონტზე შეტევითი ოპერაციების მაღალ ტემპს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა News.LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.

მოლაპარაკებებში რუსების მთავარი მიზანია იმის დემონსტრირება, რომ ისინი აკონტროლებენ, რაც შეიძლება მეტ ტერიტორიას. ამისათვის ისინი იყენებენ ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა დასახლებების ყალბი ხელში ჩაგდება.

„და ეს ამბავი „მედროშეებზეა“, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზნით აგზავნიან - დასახლებაში ღრმად შეღწევა და მისი ხელში ჩაგდება კი არა, უბრალოდ დროშის აღმართვა, სურათის გადაღება და პრინციპში, მათი მისია სწორედ აქ მთავრდება“, - აღნიშნა მან.

იუსოვმა, ასევე, კომენტარი გააკეთა რუსეთის გენერალური შტაბის ვიდეოზე, სადაც ოდესისა და ნიკოლაევის ოლქები რუსეთის ტერიტორიად არის მონიშნული.

მან აღნიშნა, რომ ეს არის დეზინფორმაციული კამპანია.