Loading data...
იური უშაკოვის თქმით, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობას არ განიხილავს. თუმცა ევროპულ მხარესთან ამ საკითხზე გარკვეული მოსაზრებების გაცვლა მაინც მიმდინარეობს.

უშაკოვის თქმით, რუსეთს ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონტაქტები აქვს. თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათი ჩართვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„განხილვის პროცესშია ევროპელების პოტენციური პოზიცია, რომლითაც ისინი მოლაპარაკებებში ჩართვას ისურვებდნენ“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ამასთან, უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს არავინ აწარმოებს.

პუტინის თანაშემწის თქმით, რუსეთს ევროპელებისგან მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით უარი არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებისგან სხვადასხვა საჯარო განცხადება გაკეთდა.

მისივე თქმით, ევროპელებისთვის მოსკოვში ჩასვლის მიწვევა ძალაში რჩება, რუსეთი კი იმედოვნებს, რომ ევროპელებისგან ამ საკითხზე რაიმე სახის რეაგირება იქნება.