Loading data...
იური უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთს ევროპის მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ მტრული განზრახვები არ გააჩნია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო მტრული განზრახვების შესახებ სპეკულაციების ფონზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ არ გვაქვს ევროპის მიმართ რაიმე აგრესიული გეგმების განხორციელების განზრახვა. რუსული საფრთხის შესახებ გავრცელებული მითები ევროპელებისთვის საფარს წარმოადგენს, რათა გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საკუთარი სამხედრო ხარჯების მიმართ“, - აღნიშნა უშაკოვმა.