1793542993
უცხოეთი
იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილებლად უპასუხებს.
„ვფიქრობ, ის, რა თქმა უნდა, უპასუხებს. პუტინს არასდროს უთქვამს უარი საუბარზე“, - განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავდროულად, უშაკოვმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკის პუტინთან საუბარი სურს, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
„ის სხვადასხვა წყაროდან სიგნალებს გადასცემს. თუ მას ნამდვილად სურს საუბარი, მოვიდეს“, - დასძინა უშაკოვმა.