Loading data...
იტალიისა და ესპანეთის ლიდერები 13 ოქტომბერს ღაზაში არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას მიიღებენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 13 ოქტომბერს, ეგვიპტეში ჩავლენ, რათა ღაზას სექტორში არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. 

ორი ქვეყნის მთავრობების ცნობით, ლიდერებმა ოფიციალური მოწვევები უკვე მიიღეს. 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ასევე დაადასტურა, რომ შეხვდება იქ „ბევრ ლიდერს“, რათა განიხილონ ღაზას სექტორის მომავალი და სამშვიდობო გეგმის შემდეგი ნაბიჯები.

სამიტს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის, თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანის და ინდონეზიის წარმომადგენლები შეუერთდებიან.

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად 10 ოქტომბერს შუადღისას ამოქმედდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი“ არსებობს.