Loading data...
იტალიის თავდაცვის მინისტრი: არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან თავდასხმისთვის მზად არ ვართ

იტალიის თავდაცვის მინისტრის გვიდო კროზეტოს განცხადებით, იტალია არ არის მზად რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებას Il Fatto Quotidiano ციტირებს. 

მინისტრის თქმით, იტალიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში თავდაცვაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო და ეს „ერთ ან ორ წელიწადში ვერ ანაზღაურდება“. 

„ჩვენ არ ვართ მზად რუსეთის ან სხვა ქვეყნის თავდასხმისთვის, ამას დიდი ხანია ვამბობ. ჩვენი ამოცანაა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მას საშუალება ჰქონდეს თავი დაიცვას, იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე გიჟი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას: მე პუტინზე არ ვსაუბრობ, მე ნებისმიერზე ვსაუბრობ“, - აღნიშნა მინისტრმა.