1786896011
უცხოეთი
იტალიაში სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს
იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, სიცილიაში მდებარე მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ოთხი განსაკუთრებული ღირებულების ნახატი მოიპარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, პოლიცია ამჟამად იძიებს, თუ როგორ შეძლეს ქურდებმა მუზეუმში შეღწევა სიგნალიზაციის ჩართვის გარეშე.
მუზეუმის დირექტორის, მარიზა მერკურიოს განცხადებით, ქურდობა შაბათს, დაახლოებით 21:50 საათზე მოხდა. მისი თქმით, მომხდარი შოკის მომგვრელია და ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ მუზეუმის, არამედ მთელი ხელოვნების სამყაროსთვის.