Loading data...
იტალიაში საპროტესტო აქციებს მომიტინგეებსა და პოლიცილებს შორის შეტაკება მოჰყვა

იტალიის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ურთიერთობა გამწვავდა, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბოლონიაში გამართული საპროტესტო აქციის დროს, რომელიც მაროკოელი მამაკაცის გარდაცვალებას მოჰყვა, მას შემდეგ, რაც ოფიცრებმა მისი დაკავება სცადეს.

ინციდენტის კადრებმა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა, ასობით ადამიანის პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ

Reuters-ის ცნობით, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. პოლიციას ესროდნენ სხვადასხვა საგანს, სპეცრაზმმა კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პროკურორებმა ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.