Loading data...
ისტორიაში პირველად ნატოს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-იან მაჩვენებელს მიაღწია

2025 წლისთვის ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ მოახერხა თავდაცვის ხარჯების გაზრდა და მშპ-ს 2%-მდე მიღწევა, - ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში აჩვენებს, რომ  2025 წელს ალიანსის 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. 

თავდაცვის ხარჯების ჯამურმა რაოდენობამ 1.4 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით მეტია.

თუმცა, ანგარიში ალიანსის წევრებს შორის ხარჯვის მნიშვნელოვან განსხვავებებს აჩვენებს.

მაგალითად, 2025 წელს ესპანეთმა, პორტუგალიამ, ალბანეთმა, ბელგიამ და კანადამ თავდაცვაზე ყველაზე მცირე წილი (2%) დახარჯეს. ალიანსის წევრებს შორის მშპ-სთან მიმართებით ყველაზე მაღალი ხარჯები პოლონეთს ჰქონდა (4.3%). მშპ-ის 3%-ზე მეტი დახარჯეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და დანიამ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024-2025 წლებში ევროპამ და კანადამ თავდაცვის ხარჯები 19%-ით გაზარდეს და 574 მილიარდ დოლარს მიაღწიეს.

„ეს აჩვენებს, რომ ნატოს წევრები აცნობიერებენ უსაფრთხოების ცვალებად ლანდშაფტს და ჩვენი საერთო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. 2025 წლის განმავლობაში არსებული საფრთხის სურათი ნათლად აჩვენებს, რომ აუცილებელია მეტის გაკეთება. მთელი წლის განმავლობაში ნატო აგრძელებდა გაერთიანებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, ყველა სფეროში, როგორც ახლა, ასევე, მომავალში“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.