ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი მთავარეპისკოპოსი გახდა
ისტორიაში პირველად, ანგლიკანურ ეკლესიას ქალი წინამძღოლი ჰყავს.
როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი სარა მალალი გახდა. ამასთან, 63 წლის სარა მალალი კენტერბერის კათედრალის პირველი ქალი მთავარეპისკოპოსია.
მთავარეპისკოპოსი სარა მალალი მოვალეობის შესრულებას იანვრიდან შეუდგა, ხოლო 25 მარტს ინგლისის ეკლესიის მეთაურად ოფიციალურად ეკურთხა.
ტრადიციის თანახმად, ცერემონია დაიწყო მალალის მიერ ტაძრის დასავლეთ კარზე კვერთხის სამჯერ დაკაკუნებით, რათა შესვლა ეთხოვა.
„მე მთავარეპისკოპოსად ვარ გამოგზავნილი, რათა გემსახუროთ. გაუწყოთ ქრისტეს სიყვარული და თქვენთან ერთად თაყვანი ვცეთ, გვიყვარდეს იგი გულით, სულით, გონებითა და ძალით“, - აღნიშნა სარა მალალიმ.
ცერემონიას კენტერბერიში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინი ესწრებოდნენ.
ინგლისის ეკლესიამ ქალების მღვდლად კურთხევის უფლება 1994 წელს გასცა.
ამჟამად ინგლისის 108 ეპისკოპოსიდან 40-ზე მეტი ქალია.
როგორც უცხოური მედია წერს, სარა მალალი სანამ სასულიერო პირი გახდებოდა მედდად მუშაობდა.