ისრაელზე ნებისმიერი თავდასხმა „ძლიერ პასუხს“ გამოიწვევს - ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანს აფრთხილებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანს კვლავ აფრთხილებს, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე ნებისმიერ თავდასხმას „ძლიერი პასუხი“ მოჰყვება.
ბოლო კვირების განმავლობაში ირანმა ისრაელის აღმოსავლეთ მეზობელ იორდანიაში აშშ-ის სამიზნეების მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური შეზღუდვისა და ირანზე განხორციელებული მძიმე ზეწოლის გამო, შესაძლოა, მათ ისრაელის წინააღმდეგ მოქმედება გადაწყვიტონ, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ირანის ხელმძღვანელობას: ისრაელზე ნებისმიერი თავდასხმა, ნებისმიერი მიზეზით და ნებისმიერ ადგილას, ძლიერ პასუხს გამოიწვევს. ეს პასუხი ირანს ისეთ მძიმე ზიანს მიაყენებს, რომელიც ქვეყანას აქამდე არ განუცდია, მათ შორის მის მთავარ ენერგეტიკულ ობიექტებს, რომელიც ირანის საომარ და ტერორისტულ აპარატს რესურსებითა და შესაძლებლობებით ამარაგებს“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
კაცი, ასევე, აცხადებს, რომ ისრაელი დაიცავს ქვეყნის მოქალაქეებს.