1793118115
უცხოეთი
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება
„ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდული მაქსიმუმი - 55.7% შეადგინა“, - ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 4 მილიონზე მეტი მიცემული ხმით, ეს არის 16:00 საათისთვის დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1973 წლიდან - მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა დაიწყო.
საარჩევნო უწყების გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დინ ლივნეს ინფორმაციით, მსხვილ ქალაქებს შორის აქტივობით მოდიინი ლიდერობს (60.7%), რომელსაც მოსდევს თელ-ავივი (50.5%), იერუსალიმი (47.7%) და ჰაიფა (46.3%).
შედარებისთვის, 2022 წლის არჩევნებზე აღნიშნულ დროში აქტივობა 47.5%-ს შეადგენდა.