Loading data...
ისრაელში ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ისრაელში ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

The Times of Israel-ის ცნობით, იერიში ცენტრალურ ისრაელში მოხდა. 

გარდა დაღუპულებისა, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

იერიშის შედეგად დაზიანდა თელ-ავივის რკინიგზის სადგური.