Loading data...
ისრაელში ირანის იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვების შედეგად ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

როგორც ისრაელის მედია წერს, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილზე მოხდა, სადაც განგაშის სიგნალები ჩაირთო.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.