Loading data...
ისრაელსა და საფრანგეთს ურთიერთობა დაეძაბათ - THE TIMES OF ISRAEL

„ისრაელსა და საფრანგეთს ურთიერთობა დაეძაბათ. იერუსალიმმა პარიზს ოფიციალურად არ ცნობა საკუთარი ბოლო გადაწყვეტილების შესახებ, რაც იარაღის შესყიდვის შეჩერებას გულისხმობს“, - წერს THE TIMES OF ISRAEL ფრანგულ წყაროზე დაყრდნობით. 

როგორც მედია ამტკიცებს, საფრანგეთში ჯერ კიდევ არ არიან ინფორმირებულები ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არჩევანის თაობაზე. „ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ რა დევს სასწორზე“, - აღნიშნავს წყარო. „არ ვიცით ეხება თუ არა ეს ნაბიჯი არსებულ კონტრაქტებს, მოიცავს თუ არა გამონაკლისებს, აქვს თუ არა განსაზღვრული ვადები“.

„ეს გადაწყვეტილება ნათელი ნიშანია იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არ არის კარგი“, - დასძენს ფრანგული წყარო.

რაც შეეხება ისრაელის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, რომ ბოლო წლებში საფრანგეთმა ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა, წყარო „სრულ სისულელეს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ჩვენ[ფრანგებმა] არაერთხელ ვაჩვენეთ ისრაელს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფრანგებისთვის მათი უსაფრთხოება“. 

„ისრაელს დაავიწყდა, რამხელა წვლილი შევიტანეთ 2025 წლის ივნისში, ირანთან ომის დროს, რომ ისრაელი უსაფრთხოდ ყოფილიყო“, - აცხადებს ფრანგული წყარო. 

ცნობისთვის, დაძაბულობის ზრდის ფონზე, ისრაელსა და საფრანგეთს შორის დიალოგი გრძელდება. „ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ დისკუსიებს როგორც დიპლომატიურ, ასევე, სამხედრო დონეზე“, - აღნიშნულია მედიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში.