1749539854
უცხოეთი
ისრაელმა უკრაინას Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები გადასცა

ისრაელმა უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot გადასცა, რომელიც მანამდე მან აშშ-დან მიიღო და 1990-იან წლებში ისრაელის თავდაცვის ძალების შეიარაღებაში იყო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ამაზე ბევრი საუბარი არ მიდის, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ისრაელი უკრაინას არ ეხმარება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა უკრაინაში მიხეილ ბროდსკიმ.
2023 წლის ივნისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ არის მზად, რომ უკრაინას „რკინის გუმბათი“ გადასცეს. მაშინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა უკრაინას საჰაერო განგაშის შეტყობინების სამოქალაქო სისტემა გადასცა.