Loading data...
ისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ პოზიციები დაბომბა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის სამხრეთით დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება. 

მათივე ცნობით, დაიბომბა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა და საინჟინრო ტექნიკა.

„აღნიშნულ რაიონში ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საინჟინრო ტექნიკის არსებობა, აგრეთვე „ჰეზბოლას“ მიერ მათი გამოყენება ლიბანში ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ლიბანსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაა“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.