Loading data...
ისრაელმა „ჰამასის“ ბოლო მეთაური გაანადგურა, რომელიც 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობდა

ისრაელმა განაცხადა, რომ ქალაქ ღაზაზე საჰაერო იერიშის დროს იზზ ალ-დინ-ალ-ჰადადი მოკლა. ის ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ფრთას ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ღაზას მედიკოსების ცნობით, საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. მათი ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

ისრაელის ცნობით, სამმა თვითმფრინავმა 13 ავიაბომბი ჩამოაგდო. შეტევა „ჰამასის“ შტაბბინაზე და ავტომობილზე განხორციელდა, რომლითაც „ბოევიკები“ ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ.

შეტევის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურეს, რომ ალ -ჰადიდზე საჰაერო იერიში მათი ბრძანებით განხორციელდა. ისრაელის ინფორმაციით, ალ-ჰადადი 2024 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.

„ალ-ჰადადი პასუხისმგებელია ისრაელის ათასობით მოქალაქის, როგორც სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირთა მკვლელობაზე, გატაცებაზე და მათთვის ზიანის მიყენებაზე“, - განაცხადეს ისრაელის მთავრობაში.

იზზ ალ-დინ ალ-ჰადადი ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ფრთას ხელმძღვანელობდა მას შემდეგ, რაც 2025 წელს ისრაელმა მუჰამადა სინვარი მოკლა.