Loading data...
ისრაელმა ღაზაში 25 მაღალსართულიანი შენობა ააფეთქა, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა

ისრაელმა ღაზაში 25 მაღალსართულიანი შენობა ააფეთქა, რომელსაც დაჯგუფება „ჰამასი“ იყენებდა. 

ისრაელმა „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

„გუშინ, სახმელეთო ოპერაციის დაწყებისა და სარდლობის ადგილზე დივიზიის მეთაურებისთვის გადაცემისთანავე, ღაზაში ტერორისტების 25 შენობა განადგურდა. ეს უზარმაზარი და მნიშვნელოვანი რიცხვია“, - წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი. 

მან ასევე დასძინა, რომ განადგურებულია „ჰამასის“ წევრებიც. 

„ღაზას მაცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით სამხრეთისკენ გადაადგილების ბრძანება მიეცათ“, - დასძინა ისრაელ კაცმა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მებრძოლები მძევლებს არ გაათავისუფლებენ და იარაღს არ დაყრიან, ღაზა განადგურდება.

16 სექტემბრის ღამეს ისრაელმა ღაზაზე შეტევა დაიწყო.