ისრაელმა დაარტყა ექსპერტთა ასამბლეის ოფისს, სადაც ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად „სასულიერო პირები“ იყვნენ შეკრებილები
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ 3 მარტს განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ყუმში ექსპერტთა ასამბლეის ოფისის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმა მიმართული იყო ექსპერტთა ასამბლეის სესიის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის შემდეგი უზენაესი ლიდერის ასარჩევად იყო მოწვეული.
ექსპერტთა ასამბლეა შედგება ე.წ. „სასულიერო პირებისგან“, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უზენაესი ლიდერის დანიშვნასა და ზედამხედველობაზე.
ისრაელის თავდაცვის წყარო ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ქალაქ ყუმში შენობა დაბომბეს, სადაც მაღალი რანგის სასულიერო პირები ირანის ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად იყვნენ შეკრებილები.
ექსპერტთა ასამბლეას 88 წევრი ჰყავს, თუმცა ოფიციალური პირის თქმით, გაურკვეველია, რამდენი მათგანი იმყოფებოდა შენობაში დარტყმის დროს.
შეგახსენებთ, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს მის რეზიდენციაზე ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა.
Geolocation of the building struck today in this video in the Iranian city of Qom. 34.62534, 50.87639
— Mehdi H. (@mhmiranusa) March 3, 2026
The building belongs to the "Assembly of Religious Experts" who select the next Islamic Revolutions' Supreme Leader.https://t.co/nH9hNR5Tou pic.twitter.com/TgUGCYmmhv