1788188199
უცხოეთი
ისრაელმა და საბერძნეთმა 3 მილიარდი ევროს ღირებულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
„ისრაელმა და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს სამი მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ისრაელი საბერძნეთში მრავალდონიან საჰაერო თავდაცვის სისტემას ააშენებს“, - ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL-ი იუწყება.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „აქილევსის ფარის“ შეთანხმების თანახმად, ისრაელი რამდენიმე სისტემას ექსპორტზე გაიტანს, მათ შორის Rafael-ის მიერ წარმოებულ David’s Sling-სა და SPYDER-ს; და Israel
„ეს ისრაელ-საბერძნეთის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მსხვილი თავდაცვითი გარიგებაა და ერთ-ერთი უდიდესი - თავად ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ასევე, ხელი მოეწერა დამატებით ხელშეკრულებას Rafael-ის დრონების გუმბათის სისტემების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება 26 მილიონი ევროა.