Loading data...
ისრაელის ცნობით, ღაზაში ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ დღეს დილით ღაზაში ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

სრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცები მაიორი იანივ კულა და შტაბის სერჟანტი იტაი იავეცი არიან.

„სქაინიუსის“ ინფორმაციით, ისრაელელი ჯარისკაცები ღაზაში მას შემდეგ მოკლეს, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის შესახებ გამოაცხადეს, რისი მიზეზიც, ისრაელის ცნობით, „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა გახდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ტერორისტებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისროლეს და ცეცხლი გახსნეს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების მიმართულებით“.