Loading data...
ისრაელის ცესკო: ხმების 32.5% დათვლილია - ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 59 მანდატი მოიპოვა, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 46

ისრაელის საარჩევნო კომისიამ ხმების 32.5%-ის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 59 მანდატს მოიპოვებს, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი - 46 მანდატს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

წინასწარი შედეგებით, 11 მანდატი ერგო „ერთობლივ სიას“, ძირითადად არაბული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, რომელიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება და 4 მანდატი პარტია „რაამს“.

მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის აუცილებელია 61 მანდატი, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ეს 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 7.3 მილიონი ამომრჩევლიდან, თითქმის 5.7 მილიონმა მიიღო.