Loading data...
ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ლიქუდის“ მოთხოვნა ხმის მიცემის დროის გაგრძელებაზე არ დააკმაყოფილა

„ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო მმართველი პარტია „ლიქუდის“ მოთხოვნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის 22:00 საათის შემდეგ გაგრძელებას ითხოვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL-ი ავრცელებს.

საარჩევნო უწყების განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, უბნები 22:00 საათზე დაიხურება, თუმცა ყველა ამომრჩეველს, რომელიც აღნიშნული დროისთვის უკვე იდგება რიგში, ხმის მიცემის უფლება მაინც მიეცემა.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმის მიცემის პროცესის გადავადების თხოვნით მმართველმა პარტია „ლიქუდმა“ და „შასმა“ ცოტა ხნით ადრე მიმართეს. პარტიები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი საარჩევნო უბნებზე მაღალი აქტივობით გამოწვეული რიგების ფონზე იმ ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა იყო, რომლებიც არჩევანის დაფიქსირებას 22:00 საათამდე ვერ მოასწრებდნენ.