Loading data...
ისრაელის ტელევიზიები ხმის მიცემის დასრულებისთანავე ეგზიტპოლის პირველად შედეგებს გამოაქვეყნებენ

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, ქვეყნის წამყვანი ტელეკომპანიები ეგზიტპოლის მონაცემებს გამოაქვეყნებენ, რომლებიც არჩევნების სავარაუდო შედეგებზე პირველად წარმოდგენას შექმნის“, - ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეგზიტპოლების მონაცემები ღამის განმავლობაში, ახალი ინფორმაციის მიღების პარალელურად, პერიოდულად განახლდება. ამავდროულად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას დაუყოვნებლივ დაიწყებს. ოფიციალური წინასწარი შედეგები ეტაპობრივად, მთელი ღამისა და მომდევნო დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლები ამომრჩეველთა გამოკითხვებზე დაფუძნებულ წინასწარ პროგნოზებს წარმოადგენს და შესაძლოა, საბოლოო ოფიციალურ შედეგებს არ დაემთხვეს. სწორედ ხმების დათვლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი არჩევნების საბოლოო შედეგები.