Loading data...
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი მზად არის, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიშები გააფართოოს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი მზად არის, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიშები გააფართოოს და დამატებით ლოკაციებსაც დაარტყას, მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს სამხრეთ ლიბანში, ალი ტაჰერის ქედზე, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ მიერ აშენებული გვირაბების მასშტაბური დემონტაჟი განხორციელდა.

„ჩვენ მზად ვართ და ვემზადებით, გავაგრძელოთ კამპანია, გავაგრძელოთ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმები და დამატებით ლოკაციებსაც დავარტყათ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.