ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 70 ათასი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველად დაადასტურეს, რომ ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას, „ჰამასს“ შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ღაზას სექტორში 70 000 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამ რაოდენობიდან 25 000 „ჰამასის“ „ბოევიკი“ იყო. ისრაელის ჯარი ასევე იუწყება, რომ 2024 წლის პირველ თვეებში რაკეტების 13%, რომლებსაც „ბოევიკები“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით უშვებდნენ, სექტორის ტერიტორიაზე ეცემოდა და ამას საკუთარი მოსახლეობის დაღუპვა მოჰყვებოდა.
„ჰამასმა“ ასევე სიკვდილით დასაჯა პალესტინელები, რომლებიც, მათი აზრით, ისრაელთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 71 667 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 450 ადამიანი 2025 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაიღუპა.