ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით „ჰამასის“ ობიექტი დაბომბეს, რომელიც, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, საავადმყოფოსა და სკოლის გვერდით მდებარეობდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
სამხედროების თქმით, ჯაბალიაში მდებარე ობიექტი იარაღის შესანახად გამოიყენებოდა. ბოლო დროს „ჰამასმა“ ამ ობიექტიდან თავდასხმები დაგეგმა და დაჯგუფების შესაძლებლობების აღდგენაზე იმუშავა.
არმიის ცნობით, დარტყმის შედეგად „ჰამასის“ რამდენიმე წევრი დაიღუპა.
სამხედროების თქმით, ეს ობიექტი „საფრთხეს წარმოადგენდა ტერიტორიაზე მოქმედი ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის“.
#عاجل‼️بالقرب من مستشفى ومدرسة: جيش الدفاع دمر مبنى استخدمه مخربو حماس كنقطة كمين بالقرب من الخط الأصفر
— Lieutenant Colonel Ella Waweya | إيلا واوية (@CaptainElla1) August 26, 2026
⭕️هاجم جيش الدفاع ودمر أمس مبنى في جباليا شمال قطاع غزة، استخدمه مخربو حماس كنقطة كمين وكمخزن لوسائل قتالية. ومن داخل المبنى، خُطط لتنفيذ مخططات إرهابية ضد قوات جيش الدفاع،… pic.twitter.com/6WirF6Twn2