1785244849
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს 30 პალესტინელი დააკავეს
დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული მასშტაბური რეიდის დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 30 პალესტინელი დააკავეს, რომლებიც, სამხედროების განცხადებით, ეჭვმიტანილები არიან პალესტინელების ისრაელში უკანონოდ, სამუშაოდ გადაყვანაში.
სამხედროების ცნობით, ეფრემის რეგიონალური ბრიგადის ჯარებმა მოქმედებები განახორციელეს ტულკარემში, ქალქილიაში, აზუნ ატმაში, შვაიკასა და რამდენიმე სხვა პალესტინურ სოფელში.
„ოპერაციის ფარგლებში, ძალებმა ათობით ლოკაცია შეამოწმეს და დააკავეს დაახლოებით 30 ძებნილი [პალესტინელი], რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან უკანონო მიგრანტების გადაყვანაში“, - აცხადებენ სამხედროები.