Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „წითელმა ჯვარმა“ „ჰამასისგან“ ორი კუბო მიიღო, რომლებშიც, სავარაუდოდ, მძევლების ცხედრებია

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „წითელმა ჯვარმა“ სამხედროებს აცნობა, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთ ღაზას სექტორში „ჰამასისგან“ ორი კუბო მიიღო, რომლებშიც, სავარაუდოდ, ორი მძევლის ცხედარია მოთავსებული.

„წითელი ჯვარი“ ამჟამად კუბოებს ღაზაში მყოფ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცემს, სადაც სამხედრო რაბინის ხელმძღვანელობით მცირე ცერემონია გაიმართება. შემდეგ ნეშტებს იდენტიფიკაციისთვის თელ-ავივში, აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაასვენებენ.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მან „წითელ ჯვარს“ მძევლების ორი ცხედარი გადასცა. განცხადებაში მძევლების ვინაობა არ არის მითითებული.