Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობები დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ხუთი იარაღის საწყობი დაბომბეს, რომლებიც მეჩეთებსა და ჰუმანიტარული დახმარების ობიექტებთან ახლოს იყო განლაგებული, ასევე, რაკეტების გაშვების ადგილი,- განაცხადეს სამხედროებმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იარაღის საწყობები გამოიყენებოდა რაკეტების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შესანახად, რომლებსაც „ჰამასი“ ჯარებზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა.

დარტყმების დაწყებამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა გაფრთხილება ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელებისთვის.

სამხედროები აცხადებენ, რომ დარტყმები „ჰამასისთვის“ აშკარა გაფრთხილებას“ წარმოადგენს და დასძენენ, რომ ისრაელი „არ დაუშვებს რაიმე სახის ტერორისტულ აქტივობას“, რომელიც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება.