ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს.
„ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების იდენტიფიცირების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რაიონში სირენების ხმა გაისმა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისრაელის სამხედროებმა დასძინეს, რომ „ისრაელის საჰაერო ძალები, საჭიროების შემთხვევაში, საფრთხეების აღმოსაფხვრელად მოქმედებენ“.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
ისრაელმა სამხედრო ოპერაციას „ლომის ღრიალი“ უწოდა, აშშ-მა კი - „ეპიკური მძვინვარება“.
Sirens were sounded in several areas across the country following the identification of missiles launched from Iran toward Israel.
— Israel Defense Forces (@IDF) February 28, 2026
At this time, the IAF is operating to intercept and strike threats where necessary to remove the threat.