Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში განხორციელებული დარტყმის შედეგად „ჰამასის“ მეთაური და სნაიპერი მოკლეს

ისრაელელი სამხედროების ცნობით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰამასის“ ერთი მეთაური და ტერორისტული დაჯგუფების ერთი სნაიპერი დაიღუპნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპნენ „ჰამასის“ ელიტური დაჯგუფება „ნუხბას“ ასეულის მეთაური ჰანი აბდ ალ-ჰაი ფახრი მაზლუმი და „ჰამასის“ სნაიპერი ჰასან ზიდან ჰასან დეირი.

სამხედროების თქმით, ორივე ტერორისტი, ასევე, „ჰამასს“ იარაღს აწვდიდა.

როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალები ცეცხლის შეწყვეტის ფონზე განხორციელებულ დარტყმას იმით ამართლებს, რომ ორივე ოპერატიული პირი ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებდა, ასევე, ცდილობდა „ჰამასის“ შესაძლებლობების აღდგენას, რაც „ყველაფერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ნიშნავდა“.

სამხედროების თქმით, დარტყმა „საფრთხის მოსაშორებლად“ განხორციელდა.