1750412397
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურა.
„ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების ტალღამ ირანის ქალაქ თავრიზსა და კერმანშაჰში 35-მდე სარაკეტო დანადგარი და საცავი გაანადგურა“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, ოპერაციაში 25 ავიაგამანადგურებელი იღებდა მონაწილეობას.
ცნობისთვის, 13 ივნისს ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია - „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.