ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ და სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ქალაქის ზოგიერთი ნაწილის მცხოვრებლებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა.
არაბულენოვანი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ავიჩაი ადრაი აცხადებს, რომ სამხედროები ემზადებიან ალ-რუიას შენობისა და მიმდებარე კარვების დასაბომბად, რომლებიც, მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურას შეიცავს.
გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც ისრაელის ძალები ღაზას ქალაქში გაფართოებულ შეტევას იწყებენ და მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზის აღების ბრძანება გასცა, ისრაელის ძალები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევებს ახორციელებენ. სამხედროებმა ოპერაციის მხარდასაჭერად ათიათასობით რეზერვისტი გამოიძახეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზა „ჰამასის“ საყრდენია და მისი აღება „ჰამასის“ დასამარცხებლად აუცილებელია.