Loading data...
ისრაელის სამხედრო ძალებმა „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთების ორი მებრძოლი მოკლეს - Reuters

ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთების ორი მებრძოლი. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჰუსეინ ქადრა და მოჰამედ ფარა მსხვილ დაფინანსების ქსელთან იყვნენ დაკავშირებული.

Reuters ისრაელის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუსეინ ქადრა, რომელიც მოჰამედ ფარასთან ერთად ხელმძღვანელობდა ქსელს, „ჰამასის“ ხელმძღვანელობის დავალებით მოქმედებდა და „ჰამასისთვის“ 500 მილიონ შეკელზე მეტი თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფდა.