1786800284
უცხოეთი
ისრაელის სამხედრო ავიაციის თავდასხმას სამხრეთ ლიბანში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
„ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (NNA) ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 9 ადამიანი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
მედიის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავებმა ანსარის გარეუბანში მდებარე სახლი დაბომბეს, რასაც 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დეირ ალ-ზაჰრანში დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იერიშები „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე დაჯგუფების მიერ ისრაელელ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.