Loading data...
ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურა პირველად დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალები თეირანში ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ, - განაცხადეს ისრაელის ოფიციალურმა პირებმა.

როგორც ჩანს, ეს მიმდინარე ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურას ურტყამს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.