Loading data...
ისრაელის პრეზიდენტი: ისრაელმა უნდა დაიცვას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ყველა პუნქტი ღაზასთან დაკავშირებით

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიცვას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ყველა პუნქტი ღაზასთან დაკავშირებით.

„ამ მომენტში ისრაელმა უნდა დაიცვას [აშშ] პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული შეთანხმების ყველა პუნქტი და გამოიყენოს ყველა საშუალება და ინსტრუმენტი ღაზიდან ყველა მოკლული მძევლის დასაბრუნებლად“, - აცხადებს ჰერცოგი.

ამჟამად, გეგმის შემდეგი ეტაპებისკენ სვლა, როგორც ჩანს, შეჩერებულია, რადგან „ჰამასმა“ ჯერ კიდევ არ გადასცა რვა მოკლული მძევლის ცხედარი, ხოლო ისრაელი კვლავ აკონტროლებს ღაზის სექტორის ტერიტორიის დაახლოებით 53%-ს.

ჰერცოგი, ასევე, მოუწოდებს ისრაელს, „გააფართოვოს მშვიდობის წრე“.

„ისრაელს ყოველთვის სურდა მშვიდობა ყველა მეზობელთან.  ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ“, -  აცხადებს ჰერცოგი.

ის დასძენს, რომ ეს „ასევე, მშვიდობა დამოკიდებულია ჩვენს მეზობლებზე, განსაკუთრებით პალესტინელებზე... მათ მზადყოფნაზე, გაითავისონ და აღიარონ ჩვენი ეროვნული სახლი აქ, ჩვენს წინაპრების მიწაზე და გაიგონ, რომ ტერორის გზა ვერასდროს დაგვამარცხებს“.

პრეზიდენტი, ასევე, მოუწოდებს შიდა ერთიანობისკენ და ამბობს, რომ მომავალი საარჩევნო წელი, სავარაუდოდ, „დაძაბული იქნება, მაგრამ ის არ უნდა იყოს წაქეზების ან ძალადობის წელი. პოლიტიკური უთანხმოება ლეგიტიმურია, მეტოქის მტრად გადაქცევა კი - არა“.