Loading data...
ისრაელის პრემიერის ოფისი ადასტურებს, რომ მძევლები ისრაელის ძალების ხელში არიან

პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს, რომ რომი გონენი, ემილი დამარი  და დორონ შტაინბრეჩერი ისრაელის ძალების ხელში არიან.

„ისრაელის მთავრობა მზად არის დააბრუნოს ყველა მძევალი“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

შეგახსენებთ, 18 იანვარს ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. 19 იანვარს „ჰამასმა“ 3 ისრაელელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა.