1737301263
უცხოეთი
„ჰამასმა“ 3 ისრაელელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, წითელმა ჯვარმა არმიას შეატყობინა, რომ „ჰამასმა“ მათ 3 ისრაელელი მძევალი - რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი - უკვე გადასცა.
„სამი მძევალი ქალი ოფიციალურად გადასცეს წითელ ჯვარს ალ-სარაიას მოედანზე, დასავლეთ ღაზაში“, - განუცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა AFP-ს.
#Hamas hands 3 #hostages to Red Cross in #Gaza
— Rita khoury (@ritakhoury10) January 19, 2025
القسام تفرج عن #اسيرات اسرائيليات #رهائن pic.twitter.com/EvMBZs9nwK